პირველი სამსახურები, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს ჰქონდათ

პირველი სამსახურები, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს ჰქონდათ.

ჯეფ ბეზოსი

Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, რომელიც დღეს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, 80-იან წლებში პირველად „მაკდონალდსში“ დასაქმდა და მისი სამსახური ბურგერების ხორცის გადატრიალება იყო. სწორედ ასე გამოიმუშავებდა მილიარდერი თავის პირველ დოლარებს. უცხოური გამოცემა Business Insider წერს, 1980 წლისთვის, შესაწვავ აღჭურვილობასთან დასაქმებულთა ხელფასი სულ რაღაც 2.69$ იყო.

მას შემდეგ, რაც ჯეფ ბეზოსმა პრინსტონის უნივერსიტეტი დაამთავრა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ხარისხი მიიღო, საერთაშორისო სავაჭრო სტარტაპ Fitel-ში დასაქმდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი რომ გამხდარიყო, ჯეფ ბეზოსმა დიდი გზა გაიარა. დღეს ის 131 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია.

მარკ ცუკერბერგი

პოპულარული სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი შემოსავლის სიმცირეს არც ამ გამოგონებამდე განიცდიდა. მას მუსიკის რეკომენდაციასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფისთვის, სახელად Synapse 1 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს, თუმცა საკუთარი გამოგონების სანაცვლოდ თანხის მიღებაზე უარი განაცხადა და პროგრამა სულიად უფასოდ აქცია.

პროგრამა მან 18 წლის ასაკამდე შექმნა, სანამ „ჰარვარდის უნივერსიტეტში“ სწავლას დაიწყებდა. დღეს, მარკ ცუკერბერგი უმეტესად, Facebook-დან 76 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს, ამ შემოსავალში შედის სხვა ინვესტიციებიც.

სატია ნადელა

„მაიკროსოფტის“ აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა თავდაპირველად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერად მუშაობდა. სანამ „მაიკროსოფტის“ აღმასრულებული დირექტორი გახდებოდა, 1992 წელს მან ვაკანსიაზე ინტერვიუ სწორედ ამ კომპანიაში გაიარა. თავად იხსენებს, რომ მას გასაუბრებაზე დაუსვეს შეკითხვა, რომელიც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ინტერვიუერმა მას ჰკითხა, რას იზამდა, თუ ბავშვი მის თვალწინ დაეცემოდა.

„ცოტა ხანს ვიფიქრე. ვიყავი კომპიუტერული მეცნიერებების შესახებ გასაუბრებაზე და ასეთი შეკითხვის საპასუხოდ მზაობა არ მქონდა. ვუთხარი, რომ პირველივე ტელეფონს მოვძებნიდი და 911-ში დავრეკავდი“, - აღნიშნა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში ნადელამ. როგორც აღმოჩნდა, ინტერვიუერს აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ნადელას ემპათია. დღეს ის წელიწადში 25 მილიონ დოლარს იღებს.

ელონ მასკი

მარკ ცუკერბერგის მსგავსად, ტექნოლოგიები „ტესლას“ დამფუძნებელს ელონ მასკსაც ბავშვობიდან იტაცებდა. 12 წლის ასაკში, მისმა გატაცებამ 500$ გამოიმუშავა, როცა 1983 წელს კოსმოსთან დაკავშირებული ვიდეო-თამაშისთვის კოდი დაწერა.

კოსმოსთან მისი სიახლოვე არც მომავალში შემცირებულა. მან „ტესლას“ გარდა, დააარსა Space X, რომელიც კოსმოსურ ხომალდებს აწარმოებს. მისი ქსელი კი დღეს 20 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ჯეკ დორსი

Twitter-ის თანადამფუძნებელმა და Square-ს დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმაც თავდაპირველად, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციით 1991 დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, დორსი Twitter-ისა და Square-ს დამფუძნებელი გახდა, მისი ქსელი კი 5.8 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ევან სპიგელი

ევან სპიგელი Snapchat-ის დაფუძნებამდე კომპანია Red Bull-ის მარკეტინგის სამსახურის ინტერნი იყო. ამ პერიოდში ის სანტა მონიკაში ცხოვრობდა და ულტა-ექსკლუზიურ უმაღლეს სკოლაში სწავლობდა.

Red Bull-ში მუშაობისას ის სასმელის კლუბებსა და წვეულებებზე წარმოჩენასა და პრომოციას სწავლობდა. როგორც სპიგელის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, არაანაზღაურებადმა სამსახურმა მას საშუალება მისცა, ბიზნესის კეთების უნარები შეეძინა, რაც „სტენფორდის უნივერსიტეტში“ სწავლისთვის გამოადგა, მოგვიანებით კი მიღებული ცოდნა Snapchat-ის დაარსებას მოახმარა.

აღსანიშნავია, რომ სპიგელმა მარკ ცუკერბერგს Snapchat-ის გაყიდვასთან დაკავშირებულ 3 მილიონიან შეთავაზებაზე უარი უთხრა. დღეს მისი ქსელის ღირებულება 3 მილიარდი აშშ დოლარია, ევან სპიგელი კი 29 წლის მილიარდერი. რამდენიმე წლის წინ სპიგელი მოდელ და ანტერპრენერ მირანდა კერიზე დაქორწინდა. გასულ წელს მათ ვაჟი, სახელად ჰარტი შეეძინათ.

ტრევის კალანიკი

კალანიკი მანქანების გაქირავების, საჭმლის მიტანისა და სხვა სერვისების კომპანია Uber-ის დამფუძნებელია. რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ახალგარდობაში ის კარდაკარ დადიოდა და Cutco-ს ფირმის დანებს ყიდდა. ეს ყველაფერი 90-იან წლებში ხდებოდა. 18 წლის იყო, როცა თავისი კომპანია დააფუძნდა.

კალანიკი ანტერპრენერის სულის მქონე სტუდენტი იყო, მან „კალიფორნიის უნივერსიტეტში“ სწავლა შეწყვიტა და ინჟინერიაში გათვითცნობიერება დაიწყო. ლოს ანჯელესში ცხოვრების 10 წლის შემდეგ, მან Uber დააფუძნდა. 2017 წელს კალანიკმა სკანდალის გამო კომპანია დატოვა, მაგრამ მისი ქსელი ფუნქციონირებას განაგრძობს და 5.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

სტივ ჯობსი

სტივ ჯობსს ტექნოლოგიები ბავშვობიდან იზიდავდა. კოლეჯიდან თავის ამორიცხვის შემდეგ, მისი პირველი სამსახური Atari-სთვის ვიდეო თამაშების შექმნა გახდა.

1976 წელს, 21 წლის ასაკში მან და სტივ უოზნიაკმა Apple Computers დააფუძნეს. ეს გახდა კომპანია, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა.

სტივ ჯობსი 2011 წელს პანკრეასის იშვიათი ფორმის კიბოთი გარდაიცვალა. Apple-ს საბაზრო ღირებულება კი დაახლოებით, 675 მილიარდი აშშ დოლარია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას წარმოადგენს.

ტიმ ქუქი

კომპანია Apple-ს ამჟამინდელი აღმასრუებელი დირექტორი ტიმ ქუქი მშობლიურ ალაბამაში გაზეთების მიმღების პოზიციაზე მუშაობდა. ამასთან, ის გაზეთების სტამბასა და ალუმინის ქარხანაშიც იყო დასაქმებული, სადაც 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, სანამ Apple-ში მოხვდებოდა.

ქუქი პოლო ალტოში მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს და დღეს იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ბავშვობაში ველოსიპედიდან გაზეთების სროლისას გამოიმუშავებდა.

შერილ სენდბერგი

Facebook-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა შერილ სენდბერგმა „ჰარვარდის უნივერსიტეტის“ დასრულების შემდეგ 1991 წელს მუშაობა მსოფლიო ბანკში დაიწყო.

როგორც Business Insider წერს, სენდბერგის ერთ-ერთ კოლეგას ის Facebook-ამდეც ახსოვს, როცა Google-სთვის მუშაობა და პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციაში ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

როგორც სენბერგმა „ჰარვარდში“ თქვა, „მისი ცხოვრებისეული გატაცება გენდერული თანასწორობაა“. დღეს სენდბერგი მარკ ცუკერბერგის შემდეგ Facebook-ში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.

ბილ გეითსი

როგორც Business Insider წერს, ერთგვარი ტრენდია, რომ თუ ტექნოლოგიები მოგწონს, მასში ბავშვობიდან უნდა იყო ჩართული. სწორედ ასე მოხდა Miscrosoft-ის თანადამფუძნებლის ბილ გეითსის შემთხვევაში. მისი პირველი სამსახური 16 წლის ასაკში TRW-სთვის კომპიუტერული პროგრამირების მომსახურების გაწევა იყო. ეს იყო ავტომობილების კომპანია, რომელიც მიჩიგანის შტატში ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში ბილ გეითსი უმაღლეს სკოლაში სწავლობდა.

ერთ-ერთ გამოცემას ბილ გეითსმა პირველი სამსახურის შესახებ გამოცდილება გაუზიარა: „ვიყავი მორცხვი ბიჭი, რომელსაც კომპიუტერული პროგრამირების ერთ-ერთი მიმართულება აინტერესებდა. მსურდა, 18 საათის განმავლობაში გაუჩერებლად მემუშავა და რთული დავალებები შემესრულებინა“.

დღეს, ბილ გეითსმა პროგრამირებას თავი დაანება და ცხოვრება ფილანტროპიას მიუძღვნა. მას და მის ცოლს მელინდა გეითსს დაარსებული აქვთ ფონდი, რომელიც ხალხს „ჯანმრთელად და პროდუქტიულად ცხოვრებაში“ ეხმარება.

ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი ფონდი. ბილ გეითსის ქსელის ღირებულება კი 100 მილიარდი აშშ დოლარია.

სერგეი ბრინი

Google-ს თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი 1993 წელს Wolfram Research-ის ინტერნი იყო. მისი ადრინდელი რეზიუმეს თანახმად, მან კომპანიისთვის „ანალიზისა და მოპოვების“ კოდი განავითარა.

ბრინი ლარი ფეიჯს „სტენფორდის უნივერსიტეტში“ შეხვდა. შეხვედრიდან მალე, მათ უნივერსიტეტი განავითარეს და Google-ზე მუშაობას შეუდგნენ.

დღეს, ბრინი Google-ს შვილობილი კომპანიის Alphabet Inc-ის პრეზიდენტია. მისი ქსელი კი 51.6 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, თუმცა თავად ხელფასის სახით წელიწადში მხოლოდ 1 დოლარს იღებს.

ლარი ფეიჯი

ლარი ფეიჯი ტექნოლოგიების მოყვარულთა ოჯახში გაიზარდა. მამა „მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში“ კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი იყო. მიუხედავად ამისა, ფეიჯს არ დაუწყია მუშაობა, ვიდრე ბაკალავრის ხარისხი არ მოიპოვა.

Huff Post-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფეიჯი უახლესი სისტემების მენეჯმენტში, ვაშინგონში მუშაობდა მცირე ხნით, სანამ კოლეჯში სწავლა არ დაასრულა. პეიჯი და ბრინი ერთმანეთს სკოლის გამოსაშვებ საღამოზე შეხვდნენ. ორივეს ჰქონდა გარკვეული მონახაზი იმ პროგრამასთან დაკავშირებული, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. ფეიჯი Google-ს პირველი დამფუძნებელი იყო. ამჟამად, ის ჯანდაცვის განყოფილება Calico-სა და „ჭკვიანი სახლის“ მოწყობილობების განყოფილება Nest-ს ხელმძღვანელობს. მისი ქსელი 52.7 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

სუნდარ პიჩაი

სუნდარ პიჩაი Google-ს აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ასევე ტექნოლოგიებით არის გატაცებული. „სტენფორდის უნივერსიტეტის“ დასრულების შემდეგ, მან ბიზნესის ადმინისტრირება „პენსილვანიის უნივერსიტეტში“ შეისწავლა. ამის შემდეგ ის Applied Materials-ში ინჟინერის პოზიციაზე დასაქმდა.

2004 წელს პიჩაი პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტად Google-ს შეუერთდა. პიჩაის სამუშაო ეთიკა არც Twitter-სა და Microsoft-ს გამორჩენიათ და მისი დასაქმების სურვილი ორივემ გამოთქვა კიდეც. 2015 წელს კი სუნდარ პიჩაი Google-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ლარი ფეიჯმა ეს თანამდებობა დატოვა.

2016 წელს სუნდარ პიჩაი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორი გახდა, რომელიც Google-ის 275 000 აქციას ფლობდა, ანუ ჯამში 650 მილიარდ აშშ დოლარს.

მარიამ მენაბდიშვილი