თურქეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ თხილის წარმოების სფეროში თანამშრომლობა დაიწყეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო AzVision.az-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სამი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე თხილის მსხვილი ექსპორტიორები არიან და ამ სფეროში მათი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მსოფლიოს ბაზარზე წარმოდგენილი თხილის 80 პროცენტის ექსპორტს ახორციელებენ“,- განაცხადა ერდოღანმა.
მისი შეფასებით, თხილის წარმოების სფეროში აღნიშნული სამი ქვეყნის თანამშრომლობა მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის მოცულობას გაზრდის.
თამუნა ტაბატაძე