ვინ არის და რა ქონებას ფლობს  მოხელე, რომელიც ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2019 წლის მაისიდან უჩა უჩანეიშვილი იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მისი წინამორბედი დავით თვალაბეიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თავმჯდომარეობა ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი თანამდებობაა ქვეყანაში.

რაც შეეხება უჩა უჩანეიშვილს, მას აქვს ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, მმართველობით თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის 1994 წლებში მუშაობდა ,,საქენერგოში“, ხოლო შემდგომ ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“, დისპეტჩერის, მთავარი დისპეტჩერის და დისპეტჩერიზაციის აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობებზე. 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა სსე-ის დისპეტჩერიზაციის მიმართულებას, ხოლო 2018 წლიდან - სსე-ის გადაცემის მიმართულებას.

2019 წლის 22 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, უჩანეიშვილი ფლობს 1 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს აბაშაში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 14 220.56 ლარი; 49 641.15 დოლარი და 6 750,36 ევრო; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 11 000 დოლარი ჰქონდა.

უჩანეიშვილი დედასთან ერთად ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დედამისი ფლობს 111,94 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 245 ლარი ჰქონდა.

თაია არდოტელი