ციფრული ვალუტის მფლობელებს კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ აფრთხილებენ

აშშ-ის საგადასახადო სამსახური კრიპტოვალუტების მფლობელებს ფედერალური საგადასახადო კანონდებლობის შესაძლო დაღვევის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal, უწყების ხელმძღვანელ ჩარლზ რეტინგზე დაყრდნობით წერს.

„გადასახადის გადამხდელები მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ ასეთ გაფრთხილებებს. უწყება ზრდის აქტიურობას კრიპტოვალუტებთან მიმართებით" - განაცხადა მან.

თუ რა ტიპის შედეგები შეიძლება ემუქრებოდეთ ციფრული ვალლუტების მფლობელებს, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ. საუბარია მხოლოდ სხვადასხვა სახის ჯარიმებზე. როგორც ცნობილია, წერილების გაგზავნა აგვსიტოს ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კრიპტოვალუტები გააკრიტიკა. მისი თქმით, ისინი არაა სანდო და შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დანაშაულებრივი ქმედებებისთვის.

კოკა კვირკველია