საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ბრუნე ლე მერი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, არ აურიოს ერთმანეთში ციფრული გადასახადი და ტარიფებიღვინოზე.
„მინდა განვუმარტო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ ჩვენ მიერ დაწესებული ციფრული გადასახადის სამიზნეს კონკრეტულად ამერიკული კომპანიები არ წარმოადგენს. თქვენც გაქვთ გადასახადი ევროპული კომპანიებისთვის და ჩინური კომპანიებისთვის ცალკე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც კი ციფრული საქმიანობის დაბეგვრაზე საერთო საერთაშორისო გამოსავალი იქნება ნაპოვნი, საფრანგეთი ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს“, - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დააწესებს ფრანგულ ღვინოზე გადასახადს საფრანგეთის მიერ ამერიკულ ციფრულ კომპანიებზე გადასახადის დაწესების საპასუხოდ.