კომპანია Twitter Inc.-ის სუფთა მოგება 6 თვეში 8-ჯერ გაიზარდა. 2019 წლის 6 თვეში კომპანიის მოგებამ შეადგინა 1,31 მლრდ დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 161,114 მლნ დოლარს შეადგენდა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, მოგება აქციაზე გადანაწილებით გაზრდილია 1,68 დოლარამდე 0,21-დან წინა წელთან შედარებით, ხოლო შემოსავლებმა 18,4%-ით 1,628 მილიარდ დოლარამდე მოიმატა.
რაც შეეხება მიმდინარე მესამე ფინანსურ კვარტალს, კომპანიის პროგნოზით მოგება 815-875 მილიონის დიაპაზონში იქნება.
კომპანია Twitter Inc. 2006 წელს დაარსდა, როგორც სოციალური ქსელი. მისი სათავო ოფისი სან-ფრანცისკოში მდებარეობს.