რა ჯდება ერთი ღამის გატარება შავიზღვისპირეთის კურორტების ძვირადღირებულ სასტუმროებში აგვისტოში

ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. შავიზღვისპირეთის ქართულ კურორტებზე მოთხოვნა კი განსაკუთრებულად აგვიტოში იზრდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს საქართველოს ზღვისპირა კურორტზე მდებარე ძვირადღირებულ სასტუმროებში ერთი ღამის გატარება აგვისტოში.

PARAGRAPH RESORT

სასტუმრო „პარაგრაფი“ შეკვეთილში 2017 წელს გაიხსნა. როგორც სხვა სასტუმროებში, აქაც ფასები სეზონის მიხედვით განსხვავებულია. ამჟამად Booking-ზე აგვისტოში ორი ადამიანის სტანდარტული ნომრის ფასი 654 ლარიდან იწყება და 3 000 ლარამდეც არის. მაშინ როდესაც ივნისში 400 ლარიდან იწყებოდა.

GEORGIAN PALACE HOTEL

Georgian palace-ი აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში მდებარეობს, რომელიც საქართველოს სასტუმროებს შორის ერთ-ერთი მოთხოვნადია. როგორც აღმოჩნდა აგვიტოში აღნიშნულ სასტუმროშიც ნომრის ფასი გაზრდილია, Booking-ის მიხედვით, ივნისში სტანდარტული ნომრის ფასი 320 ლარი იყო. რაც შეეხება აგვიტოს, ორ ადამიანზე ერთი სტანდარტული ნომრის ფასი 626 ლარია და ფასში საუზმეც შედის.

SHERATON

ბათუმში მდებარე Sheraton Palace-ში სტუმრებს აგვიტოში ერთი ღამის გატარება 480 ლარი ან მეტი დაუჯდება. ფასში შედის მხოლოდ სასტუმროს ნომერი, საუზმე და სხვა მომსახურება ფასიანია. გასათვალისწინებელია, რომ ეს ფასები შედგენილია Booking-ის მიხედვით.

HILTON

"ჰილტონი" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ბათუმში მდებარეობს და 99 ნომერს მოიცავს. აღნიშნულ სასტუმროში დასვენება სეზონების მიხედვით განსხვავდება - ზაფხულში ძვირია, ზამთარში კი შედარებით იაფი. მაგალითად, აგვიტოში ორ ადამიანს „ჰილტონში“ დასვენება სტანდარტულ ნომერში მინიმუმ 415 ლარი დაუჯდება. დღეების მიხედვით კი ეს ფასი იზრდება.

COLOSSEUM MARINA HOTEL

Colosseum Marina Hotel-ი ბათუმში მდებარეობს. Booking-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აგვიტოში მომხმარებლებს სტანდარტულ ნომერს 405 ლარიდან სთავაზობს. სასტუმრო ყველაზე მეტ სტუმარს ზაფხულში იღებს, შესაბამისად, ფასებიც დამსვენებლებისა და მომსახურების მიხედვით იზრდება.

ლიკა ამირაშვილი