საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი შეწყვეტილია

საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი შეწყვეტილია.

როგორც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აცხადებენ, დევდორაკის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ მაგისტრალური გაზსადენი დააზიანა, რის გამოც შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დაწყებულია დაზიანების ხარისხის გამოკვლევა, რომლის დადგენის შემდეგაც მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.