„პუმამ” ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონების "მანჩესტერ სიტის" მენეჯერ პეპ გუარდიოლასთან გრძელვადიან პარტნიორობასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ გერმანულ სპორტულ აქსესუარების მწარმოებელ კომპანიაზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, “პუმა“ თებერვალში ხელი მოაწერა შეთანხმებას „მანჩესტერ სიტისთან” სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ და ამით ის „ნაიკისგან“ „გადმოიბარა.“
„პუმას“ წარმომადგენლების განცხადებით, შეთანხების თანახმად გუარდიოლა მათი ბრენდის „ელჩად“ უნდა იქცეს და მათ პროდუქციას რეკომენდაცია მოედანსა და მის მიღმა უნდა გაუწიოს, ასევე კომპანიას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ინოვაციების განვითარებასთან დაკავშირებული რჩევები მისცეს.
მოამზადა თამუნა ტაბატაძემ