ყაზტრანსგაზი: ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდება

კომპანია „ყაზტრანსგაზის“ განცხადებით, მაგისტრალური გაზსადენი მილის დაზიანების გამო ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

„ძვირფასო აბონენტებო. გაცნობებთ, რომ ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დასახლების დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა. ამ ეტაპზე გაზსადენის სალიკვიდაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 29 ივლისის 23:00 საათიდან შეუწყდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ და კერძო დაწესებულებებს. გაზის მიწოდება 31 ივლისს დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. “, - აცხადებენ „ყაზტრასნგაზში“.

„ყაზტრანსგაზი“ ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ გაზის ონკანები უყურადღებოდ.