ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 158,6 მლნ ლარი შეადგინა

ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 158,6 მლნ ლარი შეადგინა

2018 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,1 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,6 პროცენტი ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასაქმებულთა 45,7 პროცენტი თბილისზე მოდის, დანარჩენი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 158,6 მლნ ლარი შეადგინა.

„ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 49,2 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 31,0 პროცენტს შეადგენს. 59,6 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 9,4 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

2018 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 100,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27,7 მლნ ლარია,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი