33 წლის ქალმა Capital One-ზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განახორციელა

ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ჰოლდინგ Capital One-ზე მასშტაბური ჰაკერული შეტევა განხორციელდა. შედეგად კი მოხდა დიდი მოცულობის კლიენტების პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შტატ ვირჯინიაში ბაზირებულმა ჰაკერმა, რომლის ვინაობის დადგენაც მოხერხდა, ჰაკერული შეტევის შედეგად მოახერხა ხელში ჩაეგდო იმ კლიენტების პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განაცხადი ჰქონდათ გაკეთებული საკრედიტო ბარათებზე. Capital One აცხადებს, რომ გატეხეს 100 მილიონი ფიზიკური პირის მონაცემი შტატებში და 6 მილიონის კანადაში.

ჰაკერს წვდომა ჰქონდა ასევე 140,000 კლიენტის სოციალური დაზღვევის ნომერთან და 80,000 საბანკო ანგარიშთან. თუმცა მან ვერ შეძლო საკრედიტო ბარათების ნომრების ხელში ჩაგდება - აცხადებენ კომპანიაში.

გაზეთ The Washington Post-ის ინფორმაციით, ფედერალური საგამოძიებო ბიურომ ეჭვმიტანილი დააკავა. ის 33 წლის ქალი აღმოჩნდა სიეტლიდან. მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა და დაპატიმრებულია.

კოკა კვირკველია