სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 0%-ია

სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 0%-ია.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის 41 შემთხვევა დარეგისტრირდა, თუმცა, აქედან ვერცერთი საქმე ვერ გაიხსნა.

ცნობისთვის, დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 25 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

გარდა ამისა: გასულ თვეში 5-5 სამსახურებრივი გულგრილობისა და ქრთამის აღების ფაქტი დაფიქსირდა; 4 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 1-1 კი სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის მიცემის ფაქტი დაფიქსირდა.

თაია არდოტელი