„საქართველოს ფოსტა“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ მეწარმე-სუბიექტებს ახალ კამპანიას სთავაზობენ

„საქართველოს ფოსტა“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარების და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმე-სუბიექტებს კამპანიას სთავაზობენ - „1 ლარი და 1 თეთრი“, რომლის ფარგლებში კომპანიებს საშუალება მიეცემათ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პირდაპირ მსოფლიოს 17 ქვეყნის მიმართულებით გაიტანონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს. ქართული ბიზნესის წახალისების მიზნით, ორი ეროვნული კომპანია თანხმდება იმაზე, რომ ქართული წარმოების იმპორტს ხელი შეუწყოს.

პროექტის „1 ლარი და 1 თეთრი“ ფარგლებში შეიმუშავეს სპეციალური საექსპორტო სატარიფო შეთავაზება, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორის წარმომადგენლები 1კგ. ტვირთის 1 ლარად და 1 თეთრად გაგზავნას შეძლებენ. აღნიშნული ტარიფი სატერმინალო მომსახურების და ავიაგადაზიდვის საფასურს მოიცავს.

„საქართველოს ფოსტის“ ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერმინალის საბაჟო სასაწყობე ობიექტები საჰაერო ხომალდის სახმელეთო-სატვირთო მომსახურებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. ტერმინალის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და აეროდრომზე დამოუკიდებელი საჰაერო ტვირთების ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს. კომპანიაში დასაქმებული არიან მაღალი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული სპეციალისტები. 2018 წელს „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალმა 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის ექსპორტი უზრუნველყო.

„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა ეროვნულ წარმოებას ახალი ბაზრების აღმოჩენაში და ქართული პროდუქტის ექსპორტს ახალი მიმართულებებით დავხემაროთ. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არის ქართული კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის თვითმფრინავებით, როგორებიცაა: Boeing 737, Embraer და CRJ. ავიაკომპანიის საქმიანობა მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზეა ფოკუსირებული.

„ჯორჯიან ეარვეისი“ ყოველდღიურად საშუალოდ 10 რეისსა და 7 500 ტონა ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს, ხოლო თვის ჭრილში 225 000 ტონა ტვირთის ექსპორტს ახდენს.

„ჯორჯიან ეირვეისი“ კიდევ არაერთხელ შესთავაზებს ქართულ კომპანიებს ქართული პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას, არამარტო საჰაერო გადაზიდვების, არამედ ბიზნესის განვითარების კუთხითაც. „ჯორჯიან ეირვეისი“ როგორც ხიდი, აკავშირებს და მომავალშიც დააკავშირებს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო მომხმარებელთან” , - განაცხადა ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ.