ღამის ეკონომიკის მიმართულებით, ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ, ხედავთ როგორ რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის მერია და ვფიქრობ ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას, თუ რა გაკეთდა „ღამის ეკონომიკის“ ფარგლებში.
„ღამის ეკონომიკის ფარგლებში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რათა განისაზღვოს რა მიმართულებებით მივდივართ, რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რადგან დიდია მოთხოვნა სხვადასხვა საკითხებზე. არის რამდენიმე პროექტი განხორციელებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რომ რაიმე შევცვალოთ. გვინდა საუკეთესო ქვეყნებში როგორი მიდგომა და ხელშეწყობაა, ეს გავიზიაროთ. ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ, ხედავთ როგორ რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის მერია და ვფიქრობ ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.