სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში. ხოლო საფინანსო საქმიანობაში კლება დაფიქსირდა.