აშშ-ს ბრაზილიასთან თავისუფალი ვაჭრობა სურს

აშშ-ის ხელისუფლება აპირებს იმუშაოს საბოლოო შეთანხმებაზე, რომელიც ბრაზილიასა და შტატებს შორის თავისუფალ ვაჭრობას ითვალსიწინებს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე შესანიშნავი ურთიერთობები მაქვს ბრაზილიასთან. ფანტასტიკური ურთიერთობები პრეზიდენტ ჯაირ ბოლსონარუსთან. დიახ, ჩვენ ვაპირებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობას ბრაზილიასთან. ბრაზილია დიდი სავაჭრო პარტნიორია“ - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან.

როდის დასრულდება შეთანხმებაზე მუშაობა, ჯერჯერობით უცნობია.

კოკა კვირკველია