ჰიბრიდული ძრავის მქონე თვითმფრინავები, რომლებიც ტრადიციულის გარდა, ელექტროძრავებითაც არის აღჭურვილი, საწვრთნელ გაფრენებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებენ. მათ სატესტო ექსპლუატაციას ამერიკული კომპანია Ampaire განახორციელებს. როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჰიბრიდულ თვითმფრინავს გამოიყენებენ კომერციული დანიშნულებისთვის.
„ავიაკომპანიამ, რომლის შტაბბინა მდებარეობს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, მოახერხა 6 მგზავრზე გათვლილი თვითმფრინავის Cessna 337 Skymaster-ის მოდიფიცირება, იმისთვის, რომ შემცირდეს ატმოსფეროში გამონაბოლქვის გაფრქვევა და ამავდროულად, შეამციროს თვითმფრინავის მომსახურებაზე დანახარჯები“, - აცხადებს ტელეკომპანია.
ტესტირების ეტაპზე, რომელიც ჰავაიში ჩაივლის, თვითმფრინავი მხოლოდ ტვირთს გადაიტანს, ხოლო მისი სრულმასშტაბიანი ექსპლუატაციისთვის ნებართვას კომპანია 2021 წლიდან ვარაუდობს.
კომპანიას გეგმაში აქვს ამ ცდების წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე უფრო მეტი ტევადობის ლაინერები გახადოს ჰიბრიდული.