„აზერბაიჯანი ვერ ასწრებს ქარხნების გადაიარაღებას“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ იობაშვილმა 2020 წელის 1-ლი იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
„აზერბაიჯანული საწვავის ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან შემოსული საწვავი, მაგრამ აზერბაიჯანი ვერ ასწრებს ქარხნების გადაიარაღებას. ამიტომ შეხვედრაზე ითქვა, რომ აუცილებლად უნდა გადაიდოს 2021 წლამდე დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედება", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც გყავს აზერბაიჯანი გვერდით და კარგი ეკონომიკური პარტნიორი მისი სახით, ამას გამოყენება უნდა.
„იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს ამოქმედდა დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმები, მაშინ აზერბაიჯანს ჩაანაცვლებს რუსეთი. რუსეთის ხვედრითი წილი ახლაც დიდია და შემდეგ უფრო მეტად გაიზრდება“, - დასძინა იობაშვილმა.
ავტორი ალექსანდრა ისპირიანი