ჯეოსელის აქცია ტურისტულ ნომრებზე გულისხმობს სასტარტო პაკეტის ღირებულებას 20%-იანი ფასდაკლებით და 2 GB-ით მეტი ინტერნეტით.
იმისათვის, რომ საქართველოში გატარებული საზაფხულო მოგზაურობა განსაკუთრებული და კომფორტული იყოს ყველასთვის, სილქნეტმა ამაზე დიდი ხნის წინ იზრუნა. გაძლიერებული ოთხნახევარი თაობის ინტერნეტი დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში და მთელს შემაერთებელ მაგისტრალზეა უზრუნველყოფილი. ცოტა ხნის წინ კი სილქნეტმა საქართველოში და რეგიონში პირველმა დანერგა ჯეოსელის ქსელში გიგაბიტ ელტეი (4.9G) ტექნოლოგია, რომელიც თბილისის ცენტრალურ ნაწილში გაეშვა კომერციულად. კომპანია ახლო მომავალში, მთელს თბილისს, ხოლო შემდგომ კი ქვეყნის მთავარ ქალაქებსაც დაფარავს ამ ტექნოლოგიით. მისი მეშვეობით მაღალი გარჩევადობის მქონე მოკლე YouTube ან Facebook ვიდეოს ატვირთვა და გაზიარება მომხმარებელს პრაქტიკულად თვალის დახამხამებაში შეუძლია.
საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს, სილქნეტი, მომსახურების ობიექტებში შესთავაზებს ტურისტულ ნომრებს. პაკეტის ღირებულება, 20 პროცენტიანი ფასდაკლების აქციის ფარგლებში, 16 ლარია და მაქსიმალურად არის მორგებული უცხოელი ტურისტებისთვის. იგი მოიცავს:
ის, რომ საქართველო მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი მიმზიდველია ადგილია, ამას ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ტურისტების სიმრავლეც ადასტურებს წელიწადის სხვადასხვა დროს. თუმცა, ზაფხული სამოგზაუროდ მაინც გამორჩეული სეზონია. მთაში მოგზაურობის მოყვარულებს სვანეთი, რაჭა და სხვა მაღალმთიანი ულამაზესი ადგილები ელოდებათ დასალაშქრად, ხოლო მათ, ვინც მზესა და ზღვას ირჩევს, აჭარა გაუწევს მასპინძლობას. დასვენება, პირველ რიგში, ჩვენი საქმიანი რუტინისგან მოწყვეტას და სხვა სამყაროში გადართვას გულისხმობს. ამის მიუხედავად, დღევანდელ ციფრულ ერაში დასვენებაც წარმოუდგენელია ტექნოლოგების და მითუმეტეს, მობილური ტელეფონის გარეშე.
მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ გვერდს.
(R)