1 აგვისტოს მეტრო მგზავრებს 00:00 საათამდე მოემსახურება

თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.