Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9800 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:25 საათზე ერთი დოლარი 2.9800 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2. 9643 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9507 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2889 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

თაია არდოტელი