„ფასების გადახედვა რამდენჯერმე მოხდა და თუ რიგი ჩინოვნიკების ჯიბეს ეს არ ეტყობა, არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებისთვის მძიმე მდგომარეობა არ არის“

„ფასების გადახედვა რამდენჯერმე მოხდა და თუ რიგი ჩინოვნიკების ჯიბეს ეს არ ეტყობა, არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებისთვის მძიმე მდგომარეობა არ არის“ - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„განცხადებები იმის შესახებ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არ არის საგანგაშო, ვფიქრობ, არაკომპეტენტურია და ეროვნულ ბანკს ან რეალური ციფრები არ აქვს მიწოდებული ან არ უნდათ, რომ სწორად ასახონ ის ვითარება, რაც ხდება. თუ რიგი ჩინოვნიკების ჯიბეს ეს არ ეტყობა, იმას არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებისთვის მძიმე მდგომარეობა არ არის. იმიტომ, რომ ფასების გადახედვა როგორც იმპორტიორ, ისე ადგილობრივ მწარმოებლებს რამდენჯერმე მოუწიათ.

თუ ეროვნულმა ბანკმა გეგმა არ წარმოადგინა მიმაჩნია, რომ სებ-ის პრეზიდენტი სასწრაფოდ უნდა გადადგეს. ამასთან, ვთვლი, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმაც თავის გეგმა უნდა წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია სავალალო შედეგამდე მივიდეთ, რაც აისახება იმაში, რომ კომპანიები ოპერირებას ვეღარ გააგრძელებენ, აღარ იქნება სამუშაო ადგილები, საუბარია ათობით ან ასობით სამუშაო ადგილზე. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ვხედავთ იმას, რომ ლარი მიდის ზემოთ, ამიტომ აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდებ ყველას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ეკონომიკურ კოლაფსს,“- აღნიშნა ჭყონიამ.

თაია არდოტელი