კომპანიამ Beyond Meat, მას შემდეგ, რაც მსოფლიო შოკში ჩააგდო მისი IPO-ზე გასვლიდან 700%-იანი ზრდით, ლორის წარმოებას მცენარეული საშუალებებით გეგმავს. აქამდე მათ შექმნეს - ვეგანური ხორცი - რომელიც მსოფლიოს 30,000 მაღაზიაში იყიდება.
ბეკონი ვეგანურად უკვე ერთგვარად ნაცნობი თემაა, ის სერიალებშიც გაგვიგია, როგორც ამბობენ გემოთი ხორცისგან ვერ განასხვავებ და კარგი სურნელიც აქვს, უბრალოდ, ცოტა რეზინივით იღეჭება. ქსელში ბევრია ვეგანური ბეკონის რეცეპტებიც, რომლებიც დამზადებულია ტოფუსგან, სოკოებისგან და ნუშისგანაც კი. სამრეწველო ხაზში კი მისი წარმოება ხდება ხორბლისგან, ბარდისგან ან კარტოფილისგან. ტრადიციული ხორცის გემო პროდუქტს სპეციალურად შემუშავებული ჰემოგლობინის მცენარეული ვერსიით ეძლევა, მაგრამ პროდუქტის ფართო ბაზარზე გატანა ამ დრომდე მხოლოდ Beyond Meat-მა მოახერხა. ისინი უკვე ამარაგებენ ათასობით მაღაზიას შტატებში „მცენარეული ხორცპროდუქტებით“, მის პროდუქციას საკუთარ ნაწარმში იყენებენ ისეთი ქსელური რესტორნები როგორებიცაა Tim Hortons და Dunkin Donats.
ამ დროისთვის ამ „ხორცის კომპანიის“ საბაზრო ღირებულება ბირჟაზე 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამჟამად კომპანია ემზადება საკუთარი წარმოების ლორის წარმოსადგენად და მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოტენციურ დამკვეთებთან.