ნავთობკომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებელი დააკავეს. საუბარია გიორგი თოფჩიშვილზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, თოფჩიშვილი გლდანის ციხეშია გადაყვანილი. მისი ახლობლების ინფორმაციით, „თოფჩიშვილს ციხეში ამოლპობით“ ემუქრებიან.
თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ პატიმრობა საქალაქო სასამართლომ 2 დღის წინ მიუსაჯა. რაც შეეხება ბრალდებას, ტელეკომპანიის ცნობით, მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან.