იმ 6-თვიანი გადავადებით, რაც ახლა მოხდა, ჩვენმა გენერალურმა კონტრაქტორმა წარადგინა გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იანვარში დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, პირველი გემების მიღება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდება. სრულიად პორტის პირველი ფაზა, როგორც ეს სამინისტრომ განაცხადა, დასრულდება 2022 წლის მაისში,-ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის ვადებზე საუბრისას განუცხადა.
ლევან ახვლედიანის განცხადებით, პორტის მშენებლობის დაწყება მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული.
„პროექტის ვადებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შევცვალეთ მესიჯბოქსი. პორტის მშენებლობის დაწყება მოლაპარაკებების დასრულებაზეა დამოკიდებული. თუ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდება, მშენებლობა ვერ დაიწყება. იმ 6 თვიანი გადავადებით რაც ახლა მოხდა, ჩვენმა გენერალურმა კონტრაქტორმა წარადგინა გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იანვარში დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები, თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, პირველი გემების მიღება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს მოხდება. სრულიად პორტის პირველი ფაზა, როგორც ეს სამინისტრომ განაცხადა, დასრულდება 2022 წლის მაისში. ასე რომ, ჩვენ გრაფიკისთვის არ გადაგვიხვევია, ახლა მთავარია მოლაპარაკებები დროულად დასრულდეს,"-აცხადებს ლევან ახვლედიანი.
მისივე თქმით, მთავრობასთან მოლაპარაკებები განახლებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან და ახალ სპონსორთან ერთად გაგრძელდება.
„ჩვენ განახლებულ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად და პლუს სახელს არ დავასახელებ, მაგრამ უახლოეს მომავალში შემოგვიერთდება ახალი მხარე, სპონსორი, რომელიც ასევე წამყვან ფიგურანტად იქნება ამ პროექტის", - განაცხადა ახვლედიანმა.