Microsoft-ი არიზონაში მზის ენერგიაზე მომუშავე მონაცემთა ცენტრებს აშენებს

კომპანია Microsoft-ი არიზონას შტატში სამ ახალ მონაცემთა ცენტრს აშენებს. მთავარი სიახლე კი ამ ამბავში ისაა, რომ სამივე ცენტრი მხოლოდ მზის ენერგიაზე იმუშავებს.

კომპანიის განცხადებით, არიზონა ყველაზე შესაფერისი ადგილია პროექტის განსახორციელებლად, ვინაიდან შტატში აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიური ინდუსტრია, ხოლო მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 200-ს აღწევს. მონაცემთა ცენტრების მზის ენერგიით მომარაგებისთვის Microsoft-ი აპირებს თანამშრომლობას კომპანიასთან First Solar-ი, რომლის მფლობელობაშია ელექტრო სადგური Sun Streams 2 სიმძლავრით 150 მვტ.

აღნიშნული ინიციატივა არის ნაწილი Microsoft-ის სტრატეგიისა, რომელიც 2013 წლისთვის ითვალისწინებს ყველა მონაცემთა გადამამუშავებელი ცენტრის 70%-ის განახლებად ენერგიაზე გადაყვანას.