როგორ შევუცვალოთ ფერი ავტომობილს გადაღებვის გარეშე? - საქართველოში კომპანია 3M-ის ლიცენზირებული პროდუქცია შემოვიდა

Smart living-ის კონ­ცეფ­ცია მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში სწრა­ფად იკი­დებს ფეხს. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, ეკო­მე­გობ­რუ­ლია ან ეკო­მე­გობ­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, ნაკ­ლე­ბად სტრე­სუ­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი ხდე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ე­ბიც სწო­რედ ამა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი - ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი გა­რე­მოს და მეტი სარ­გე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას. პლას­ტი­კის პარ­კე­ბი­სა და ჭურ­ჭლის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად, ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა უფრო ფარ­თოდ და­ი­წყო.

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რო­გორც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ისე ქცე­ვით, უფრო და უფრო ეკო­მე­გობ­რუ­ლი ხდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა და გა­რე­მოს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის თვალსაზ­რი­სით ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, მათ გა­მოს­წო­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა გვი­ა­ნი ჯერ კი­დევ არ არის. რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე, ისე ბა­ზარ­ზე გა­ჩე­ნი­ლი მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კომ­პა­ნია „პრინ­ტა­რე­ამ“ გა­და­წყვი­ტა, უმ­სხვი­ლე­სი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია 3M-ის პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია შე­მო­ე­ტა­ნა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე გამ­ძლე და ეკო­მე­გობ­რუ­ლია.

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­სა­ფუ­თი ფი­რე­ბი ფე­რის ცვლი­ლე­ბის­თვის, მისი და­ზი­ა­ნე­ბის­გან და­სა­ცა­ვა­დან უბ­რა­ლოდ, ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­შ ე­მო­სა­ტა­ნად ნა­ცა­დი მე­თო­დია.

რო­გორც 3M-ის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­მა ტრე­ნერ­მა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ცა­ვი ფი­რე­ბის ინ­სტა­ლა­ცი­ა­ში „გი­ნე­სის“ რე­კორდსმენ­მა რა­ფალ­მა გან­მარ­ტა, მის ქვე­ყა­ნა­ში, პო­ლო­ნეთ­ში კერ­ძო მან­ქა­ნის მფლო­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ პრო­დუქ­ცი­ას იყე­ნებს.

„ვფიქ­რობ, მომ­ხმა­რებ­ლებს მოს­წონთ, რომ შე­გიძ­ლია, ავ­ტო­მო­ბი­ლის ფერი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი, ხა­რის­ხი­ა­ნი და გამ­ძლე მა­სა­ლე­ბით შეც­ვა­ლო და ამავდრო­უ­ლად, ძვე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. ასე­ვე, დამ­ცა­ვი ფი­რე­ბით იცავ მან­ქა­ნის ფერს და რაც მთა­ვა­რია, იცი, რომ შენს ავ­ტო­მო­ბილს ნა­კაწ­რე­ბი არ ემუქ­რე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ფი­რე­ბი 2-დან 5 ან 7-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლად ძლე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა რა­ფალ­მა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 3-დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, „პრინ­ტა­რე­ას“ მონ­ტა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტებს ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტა­რა და 3M-ის პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის ტექ­ნი­კა­ ას­წავ­ლა.

მისი თქმით, ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს „პრინ­ტა­რე­ას“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა უკვე ყო­ველ­გვა­რი რის­კე­ბის გა­რე­შეც შე­უძ­ლი­ათ. რა­ფალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ფი­რე­ბის ინ­სტა­ლა­ცი­ას­თან ერ­თად, „პრინ­ტა­რე­ას“ თა­ნამ­შრომ­ლებს 3M-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ფან­ჯრე­ბის ფი­რე­ბის ინ­სტა­ლა­ცი­ის, ფე­რის დაც­ვის ტექ­ნი­კის, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფი­რე­ბი­სა და ავე­ჯის შე­ფუთ­ვის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია.

„მა­გა­ლი­თად, დიდ სახ­ლებ­ში ან ოფი­სებ­ში ახა­ლი ავე­ჯის შე­ძე­ნა და რე­მონ­ტი საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა. 3M-ის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ეკო­მე­გობ­რუ­ლი ფი­რე­ბით კი შე­გიძ­ლი­ათ, ნა­ხა­ზე­ბის­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­წე­რი მა­გი­და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შაო სივ­რცედ აქ­ცი­ოთ ისე, რომ არც ბევ­რი დრო­ის და არც ბევ­რი ფი­ნან­სე­ბის გა­ღე­ბა არ მო­გი­წი­ოთ“, - გან­მარ­ტა რა­ფალ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს 3M-ის პო­ლო­ნე­თის ოფი­სის ტექ­ნი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვო­ი­ტეკ სლას­კიც ეს­ტუმ­რა. ის თა­ვად აკ­ვირ­დე­ბო­და ფი­რე­ბის ინ­სტა­ლა­ცი­ის პრო­ცესს. სპე­ცი­ა­ლის­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ 3M-ის პრო­დუქ­ცია თით­ქმის ნე­ბის­მი­ე­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბებ­ში გა­მოც­დი­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ზე იდე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი.

„ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ცა­დეთ, ჩვე­ნი ხა­რის­ხი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. 3M-ის მა­სა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, მომ­ხმა­რებ­ლებს სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის, ცხოვ­რე­ბის სტი­ლის წარ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლი­ათ: ყვე­ლა ხე­დავს რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ოფი­სი, სახ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ხე­და­ვენ თქვენს პი­როვ­ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მან.

3M-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქარ­თველ მონ­ტა­ჟის სპე­ცი­ა­ლის­ტებს პო­ლო­ნეთ­შიც უმას­პინ­ძლე­ბენ და მათი დამ­ცა­ვი ფი­რე­ბი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი მა­სა­ლე­ბის ინ­სტა­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ კი­დევ უფრო სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდი­ან.