დონალდ ტრამპის განცხადებას აზიის საფონდო ბირჟების მყისიერი ვარდნა მოჰყვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებას, რომ აშშ 1-ლი სექტემბრიდან 300 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე 10%-იან საბაჟო ტარიფს აამოქმედებს, მყისიერი რეაგირება მოჰყვა აზიის წამყვან საფონდო ბირჟებზე.

ჰონგ-კონგის უმსხვილეს საფონდო ბირჟაზე, სადაც აქციებით უმსხვილესი აზიური კომპანიები ვაჭრობენ, ტრამპის განცხადებას Hang Seng-ის ინდექსის 615 პუნქტით (2,23% ) 26 950 ნიშნულამდე ვარდნა მოჰყვა.

მსგავსი მსხვილი ვარდნა განიცადა იაპონიის წამყვანმა ბირჟამ. ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ინდექსი Nikkei, რომელიც 225 იაპონური კომპანიის კურსს ასახავს, 2,18%-ით 21 070,82 პუნქტამდე დაეცა.

კოკა კვირკველია