კომპანია Amazon-ის შეფმა ჯეფ ბეზოსმა მისივე კუთვნილი კომპანიის აქციების პაკეტი გაყიდა. გაყიდული აქციების ჯამურმა ღირებულებამ 1,899 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისიის მონაცემებიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, 20-31 ივლისის პერიოდში ბეზოსმა 900 ათასზე მეტი აქცია სამ ეტაპად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბერში მან აქციების გაყიდვიდან 33 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ დროისთვის ბეზოსის საკუთრებაში რჩება Amazon-ის 58,143 მილიონი აქცია.
ჯეფ ბეზოსმა ჯერ კიდევ 2017 წელს განუცხადა მედიას, რომ ყოველწლიურად გაყიდდა კომპანიის აქციებს 1 მილიარდის ოდენობით სხვა პროექტის - Blue Origin-ის დასაფინანსებლად, რომელიც კოსმოსში ტურისტული ფრენების პროექტზე მუშაობს.