24 ივლისს 14:30-ზე საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრება და საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან საპენსიო სქემით დაინტერესებული პირები და უნივერსიტეტის სტუდენტები. შეხვედრა იქნება ინტერაქტიული, გაკეთდება პრეზენტაცია და დამსწრეები მიიღებენ სრულფასოვან ინფორმაცის დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ.