“დაიცავით თქვენი ინფორმაციული აქტივები თაღლითური სქემებისგან“ - „ლიბერთი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს

„ლიბერთი ბანკი“ ბოლო პერიოდში თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მომხმარებელს სპეციალურ რჩევებს აძლევს.

„ინფორმაციული უსაფრთხოება ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში.

ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიურმა პროგრესმა საგრძნობლად გაამარტივა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ყოფა.დღეს, სმარტფონზე თითის დაჭერით შესაძლებელია ფინანსური აქტივების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნა და ვიდეო ზარის მეშვეობით, რეალურ დროში საკონფერენციო ზარების განხორციელება უცხოელ პარტნიორებთან.ასეთი არნახული ტემპებით მზარდი ციფრული ტექნოლოგიები, კომფორტულ სერვისებთან ერთად აჩენს ახალ შესაძლებლობებს თაღლითებისთვის, რომელთა მიზანი სხვების პირად ინფორმაციაზე წვდომის დაუფლებაა.

ამ გვერდზე არსებული რეკომენდაციები დაგეხმარებათ თაღლითური სქემებისგან თავის დაცვაში. რჩევების გათვალისწინებით, თქვენ საგრძნობლად შეამცირებთ თქვენი პირადი ინფორმაციის არასანქცირებული გამჟღავნების რისკს და ასეთი შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, მზად იქნებით სათანადოდ რეაგირებისთვის.

თუ თაღლითებმა თქვენი ან სხვის ინფორმაციაზე წვდომა მოიპოვეს, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვირეკოთ: 0322555500“, - აღნიშნულია განცხადებაში.