გრენლანდიაზე 1 დღის განმავლობაში 11 მილიარდი ტონა ყინულის საფარი დადნა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ აქვეყნებს.
კოპერნიკის კლიმატური ცვლილებების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ დასახელდა. წელს ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ჰაერის ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა.
უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონშიც. კუნძულ გრენლადიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ივლისის თვეში 22°C-სს აღემატებოდა, რამაც ყინულის საფარის მნიშვნელოვანი ნაწილის დნობა გამოიწვია.
განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა 1 აგვისტო. მეცნიერებიც მტკიცებით გრენლანდიაზე 24 საათის განმავლობაში 11 მილიარდი ტონა ყინული დადნა, რაც 4.4 მილიონი ოლიმპიური აუზის ერთდროულად ასავსებად საკმარისია.
საერთო ჯამში კი, გრენლანდიაზე ივლისში სულ 197 მილიარდი ტონა ყინული დადნა. მეცნიერები აცხადებენ, რომ მიუხედავად მსოფლიოში ტემპერატურის მატებისა, დროის მოკლე პერიოდში ამ მასშტაბის დნობას ნამდვილად არ ელოდნენ, რაც ოკეანეებში წყლის დონის სწრაფ მატებას გამოიწვევს.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა