ევროკავშირის ქვეყნებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე ერთიანი კანდიდატი წარადგინეს. ორგანიზაციის დირექტორად არჩეულია ბულგარეთის წარმომადგენელი კრისტალინა გეორგიევა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

არჩევნები მიმდინარეობდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფრანგული ფინანსური უწყების ზედამხედველობით. კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდებოდა კვალიფიციური უმრავლესობის 55%-ის მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებიდან. ეს კი ნიშნავს სულ ცოტა 16 ქვეყნის ხმარდაჭერას, რომელზეც ამავდროულად უნდა მოდიოდეს ევროკავშირის მოსახლეობის 65%.

ფინალურ ეტაპზე კონკურენცია ორ კანდიდატს შორის მიმდინარეობდა - გრეგორიევსა და ნიდერლანდელ იერუმ დეისელბუმს შორის. გრიგორიევამ გამარჯვება მხოლოდ მეოთხე ტურში შეძლო. კონკურენტმა მას გამარჯვება მიულოცა. ხმის მიცემა 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც წინა თავმჯდომარე კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კოკა კვირკველია