შვედეთის ქალაქ ესკილსტუნაში მოწყალების მიღების მსურველებს ლიცენზიის აღება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი 4 000 შვედური კრონით (373€) დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ქუჩაში ჯდომისა და მოწყალების მიღების უფლების მოპოვების მსურველებს ამიერიდან აპლიკაციის ონლაინ შევსება ან პოლიციის შენობაში მისვლა მოუწევთ, სადაც ისინი 250 შვედურ კრონას (23€) გადაიხდიან და 3-თვიან ლიცენზიას მიიღებენ.
შვედეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ მიზანს ქვეყანაში მოწყალების მიღების მსურველთა რაოდენობის შემცირება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს.
ესკილსტუნაში აღნიშნული კანონის მიღება 2018 წლის მაისშიც სურდათ, თუმცა მაშინ ქალაქის ადმინისტრაციულმა საბჭომ მის მიღებაზე უარი განაცხადა.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა