სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ივლისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:
- მწვანე ლობიო - 70.87%-ით;
- საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-ით;
- ხახვი - 66.07%-ით;
- ბადრიჯანი - 58.09%-ით;
- პომიდორი - 38.61%-ით;
- მუზეუმის ბილეთი - 32.12%-ით;
- ნიორი - 30.18%-ით;
- ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.04%-ით;
- იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.56%-ით;
- ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 26.18%-ით.