მიუნხენის პროკურატურამ კომპანია Audi-ს ყოფილ ხელმძღვანელს რუპერტ შტადლერს და „დიზელგეიტის სკანდალის“ კიდევ სამ ფიგურანტს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შტადლერი წლების განმავლობაში მალავდა ინფორმაციას, რომელსაც კომპანია გამონაბოლქვის მონაცემთა გაყალბებისთვის ეწეოდა.
შტადლერი პროკურატურამ 2018 წლის 18 ივნისს თაღლითობის გამო დააკავა. დაკავებას მოჰყვა მისი პოსტიდან გათავისუფლება. ის გერმანიის აუგსბურგის ციხეში იყო დაპატირმებული 5 თვის განმავლობაში, შემდეგ კი შინაპატიმრობა შეეფარდა. ახლა მას 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან მნიშვნელოვანი ჯარიმა დაეკისრება.
გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ „დიზელგეიტი“ კომპანიას 800 მილიონი ევრო დაუჯდა - ეს თანხა ჯარიმის სახით მას პროკურატურამ დააკისრა. გარდა ამისა, კომპანიას მოუწია მსოფლიოს მასშტაბით კონცერნ Volkswagen-ის შემადგენლობაში წარმოებული დიზელისძრავიანი 11 მილიონი ავტომობილის გაწვევა.