P&G-მა წვერიანი მამაკაცები შემოსავლების კლებაში დაადანაშაულა

წვერის მოშვების მოდამ ნეგატიური გავლენა იქონია მსოფლიოს საპარსი საშუალებების ლიდერი ბრენდის Gillette-ს შემოსავლებზე. ამის შესახებ Market watch-ი იუწყება.

მანამდე კორპორაციამ Procter & Gamble გაავრცელა ფინანსური მონაცემები მიმდინარე წლის მეორე კვარტლისთვის, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის დანაკარგებმა 5 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიამ საკუთარი სუსტი მაჩვენებლები მისი კუთვნილი ბრენდის Gillette-ის შემოსავლების კლებას დააბრალა. ამ ბრენდის პროდუქციის გაყიდვები გასულ წელს 11 თვის განმავლობაში მუდმივად კლებულობდა.

Euromonitor-ის მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმვალობაში საპარსების ბაზარი შტატებში შემცირებულია 11%-ით 2012 წლის 2,4 მილიარდიდან 2018 წლის 2,2 მილიარდ დოლარამდე.

ჟურნალ Behavioral Ecology-ს ინფორმაციით, მილენიელების თაობამ სულ უფრო მეტად მოუკლო პარსვას, მოდიდან გამომდინარე. ამასთან, კაცი წვერებით უფრო მეტად ინტელექტუალის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მის გარეშე - აღნიშნავს გამოცემა. სხვა მიზეზებს შორის, რამაც საპარს საშუალებებზე მოთხოვნა შეამცირა, ეს მისი ფასია - ისინი იაფი ნამდვილად არ ღირს.

კოკა კვირკველია