ღვინის ექსპორტი 4%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 6%-ით გაიზარდა

2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის 7 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში 47,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 114,2 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 6%-ით მეტია.

„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (388038 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 39% (69662), ჩინეთი - 21% (4249687) და პოლონეთი - 19% (2250994). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 143% (63948), ლიეტუვა - 41% (372918), მონღოლეთი - 35% (172392), ბელორუსი - 19% (1008888), ისრაელი - 51% (165671), გერმანია - 12% (344735), ესტონეთი - 9% (357866), რუსეთი - 2%, (29132711), მოლდოვა - 4386% (317582), ნიდერლანდები - 42% (43260), ჩეხეთი 42% - (43260), შვედეთი - 1734% (39954), ბულგარეთი - 25% (19986) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (29132711), უკრაინა (4893304), ჩინეთი (4249687), პოლონეთი (2250994), ყაზახეთი (1902618), ბელორუსი (1008888), ლატვია (841236), აშშ (388038), ლიეტუვა (372918) და ესტონეთი (357866).

7 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 243-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 46%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 31,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 57%). მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 306,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 40% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 810,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 27%)“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.