2019 წლის 31 ივლისს Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში „არგოს“ 40% იყიდა, რითაც ქართულ ბაზარზე თავიანთი წილი 15%-მდე გაზარდეს.
როიალ სვინკელსებმა ბრენდი ბავარიას წარმოების ლიცენზია პირველად საქართველოში 2016 წელს გასცა. ხოლო 2017 წლიდან, არგოსთან ერთად, მეორე ბრენდი, ჰოლანდიაც ჩაუშვა.
ახალი მთავარი ბაზარი
როიალ სვინკელების ლუდსახარშმა ამ გადაწყვეტილებით ბიზნესის ზრდის ახალი გეგმები დასახა. თუ აქამდე, ლუდის სხვადასხვა ბრენდის ექსპორტი ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან მათი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იყო, ახლა ოჯახს სურს, თავიანთი ზრდა ბაზარზე ლოკალური პროდუქციის წარმოებითაც დააჩქაროს. არგოს 40%-იანი წილის შესყიდვა ხაზს უსვამს მათ ხანგრძლივ ინტერესს - დარჩნენ საქართველოს ლუდსახარშ ბაზარზე და შესაძლოა, საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყნადაც კი იქცეს.
Peer Swinkles, Royal Swinkles Family Brewers-ის აღმასრულებელი დირექტორი:
"ეს ჩვენი ზრდისთვის სასარგებლო ნაბიჯია. საქართველოს ბაზარი ჩვენი ბრენდებისთვის დიდი პოტენციალია. ტურიზმისა და ლუდის ბაზრის სისტემატური ზრდის გამო, ჩვენთვის აქაურობა საინტერესოა. ქვეყნის მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე კი საექსპორტოდ ხელსაყრელ გარემოს გვაძლევს. ამ წილის შესყიდვით ვადასტურებთ „არგოსთან“ წარმატებულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ ურთიერთობებსა და კონტრაქტს.
"საქართველოში ლუდის ბაზარი მზარდი და დინამიურია. ჩვენი კოლაბორაცია Royal Swinkels Family-სთან, უფრო დიდი როლის თამაშის საშუალებას გვაძლევს ამ ბაზარზე", - ამბობს არგოს გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი.
არგოს შესახებ
კასტელის ლუდსახარშმა ქარხანამ არგოს წარმოება 1994 წელს დაიწყო. ახლა ლუდსახარშს "არგოს ლუდსახარში კომპანია" ეწოდება და მისი პორტფოლიო ოთხ ბრენდს მოიცავს. ესენია: არგო, ჰერცოგი, ჰოლანდია და კონიგ პილცნერი. ლუდსახარშს 1 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოების საშუალება აქვს და ჰყავს 335 თანამშრომელი. Royal Swinkels Family Brewers-თან ერთად, არგოში თავიანთი წილი აქვთ ბატონ სულხანიშვილს და კოკა-კოლას.
Royal Swinkels Family Brewers-ის შესახებ
Royal Swinkels Family Brewers ჰოლდინგ კომპანია Royal Swinkels Family Brewers N.V. - ის წევრია. ეს 100%-ით დამოუკიდებელი, ოჯახური ბიზნესია. Swinkles ოჯახის 7 თაობა უძღვებოდა ბიზნესს, რომელიც დღესღეობით მოიცავს ლუდსახარშებს სხვადასხვა ლოკაციაზე: ნიდერლანდებში, ბელგიაში და ეთიოპიაში. ოჯახი ასევე თანამშრომლობს ლუდსახარშ De Koningshoeven in Berkel-Enschot-თან, ნიდერლანდებში.
ლუდსახარშებს ჯამურად შეუძლიათ 8 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდის და 856000 ჰექტოლიტრი გამაგრილებელი სასმელის წარმოება (2018 წლის მონაცემებით).
ოჯახი, ასევე, ფლობს 2 ალაოს გადამამუშავებელ ქარხანას, რომელმაც 2018 წელს 336 000 ტონა ალაო აწარმოა. რაც შეეხება Cerex-ს, ის ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტონა ალაოს აწარმოებს.
2018 წელს ოჯახის ბიზნესის წევრი გახდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლუდის იმპორტიორი - Bier&cO. მსოფლიოში დაახლოებით 1800 დასაქმებულს 1 მიზანი აქვს - შესთავაზონ მომხმარებელს ყველა სიტუაციისთვის შესაფერისი ლუდი.
2019 წლის 27 მარტს ჰოლდინგმა მიიღო ტიტული "სამეფო", ამის შემდეგ ისინი იწოდებიან, როგორც Royal Swinkels Family Brewers.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.swinkelsfamilybrewers.com
R