თბილისში გაცემული ნებართვების 77% საცხოვრებელ სახლებზე მოდის - რა აშენდა დედაქალაქში 2019 წელს

თბილისში დასრულებული მშენებლობების 85% და გაცემული ნებართვების 77% საცხოვრებელ სახლებზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის 6 თვეში საქართველოში 1 236 შენობის მშენებლობა დასრულდა, აქედან ყველაზე მეტი შენობა - 450 თბილისში აშენდა. აქედან 85%, ანუ 380 საცხოვრებელი სახლი იყო.

საცხოვრებელი შენობების შემდეგ 2019 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი - 26 სამრეწველო და სასაწყობო შენობის მშენებლობა დასრულდა. რაც შეეხება სხვადასხვა ობიექტებს, 2019 წელს დასრულდა 7 სავაჭრო ობიექტის მშენებლობა, ასევე აშენდა 3 ადმინისტრაციული შენობა, 3 ავტოგასამართი სადგური, 5 სასტუმრო, 4- კაფე-ბარი-რესტორანი და ა.შ.

რაც შეეხება 2019 წელს გაცემულ ნებართვებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სულ 4 991 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც 67,5%, ანუ 3 369 ნებართვა საცხოვრებელ შენობაზე მოდის. კონკრეტულად დედაქალაქში კი ეს მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს.

2019 წლის 6 თვეში გაცემული ნებართვების ჩამონათვალი ობიექტების მიხედვით:

  • საცხოვრებელი სახლი - 1 872 ნებართვა
  • სამრეწველო და სასაწყობო შენობა - 79 ნებართვა
  • სასტუმრო - 68 ნებართვა
  • სავაჭრო ობიექტი - 64 ნებართვა
  • ადმინისტრაციული შენობა - 36 ნებართვა
  • ავტოგასამართი სადგური - 6 ნებართვა
  • სასწავლო დაწესებულება - 13 ნებართვა
  • ჯანმრთელობის დაცვის ობიექტი - 13 ნებართვა
  • კაფე-ბარი-რესტორანი - 17 ნებართვა
  • სპორტული ნაგებობა და მოედანი - 4 ნებართვა
  • ავტოსადგომი - 3 ნებართვა
  • კულტურის დაწესებულება - 5 ნებართვა
  • სკოლამდელი დაწესებულება - 1 ნებართვა
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი - 5 ნებართვა
  • სხვა - 248 ნებართვა
ელზა წიკლაური