სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 200 ათასი ტონით გაიზარდა.

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 18.2 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 18 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 4.8 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-ივნისში 172 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-ივნისში კი ეს ციფრი 167.2 მლნ იყო.

2019 წლის იანვარ-ივნისში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 200 ათასი ტონით გაიზარდა და 8.1 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 7.9 მლნ ტონა იყო.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 69,090 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 284,147 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 215,057 კონტეინერი გადამუშავდა.

თაია არდოტელი