თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა დამატებით ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა იყოს კვლავ წარდგენილი კონკრეტული გეგმა იმ ნაბიჯების, რომელიც ლარის დასტაბილურებისთვის უნდა გადაიდგას.
„ზოგადად ლარის კურსი პრობლემა არის ყველასთვის. შესაბამისად კონკრეტული ნაბიჯების შემდეგ, რომელიც იქნა გადადგმული, ტენდენცია წამოვიდა დასტაბილურებისკენ, თუმცა დღეს გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას კიდევ კონკრეტული ნაბიჯები და წარმოუდგინოს საზოგადოებას გეგმა და ხედვა, თუ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოხსნილი და მოგვარებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.