CNN: შტატებში ასობით გაზეთი ერთი ჰოლდინგის ხელში აღმოჩნდება

აშშ-ის ორმა უმსხვილესმა საგაზეთო კომპანიამ - GateHouse Media და Gannett შერწყმის შესახებ გამოაცხადეს. გარიგებამ 1,38 მილიარდი დოლარი შეადგინა.

როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, Gannett არის ყოველდღიური გაზეთ USA Today და სხვა უამრავი ადგილობრივი გაზეთის მფლობელი კომპანია, ხოლო GateHouse Media - ფლობს გამოცემებს ამერიკის 39 შტატში.

„შედეგად შერწმა კომპანიებს შორის გამოიწვევს ასობით გაზეთის ერთი კომპანიის ხელში აღმოჩენას“ - აღნიშნავს ტელეკომპანია.

უკვე ცნობილია, რომ გაერთიანებული კომპანია მიიღებს სახელს Gannett, მისი შტაბ-ბინა ვაშინგტონის მახლობლად განთავსდება, ხოლო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაიკლ რიდი დაინიშნება, რომელიც ამავდროულად არის კომპანია GateHouse Media-ს ხელმძღვანელი.

კოკა კვირკველია