ქართველი კონკურსანტები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IOI-ზე გაემგზავრნენ. პირველად ღონისძიება 1989 წელს ჩატარდა, წელს კი რიგით 31-ე ოლიმპიადა ტარდება. შეჯიბრზე ყოველწლიურად 80 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
IOI-ის ღონისძიება სკოლის მოწაფეებისთვის ყოველწლიურად ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია კომპიუტერული მეცნიერებისა და საგანმანათლებლო სფეროში.
ოლიმპიადაზე საქართველოდან გაემგზავრა გუნდი გიორგი მანდარიასა და ზაზა გამეზარდაშვილის ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში არიან: ბაქარი გამეზარდაშვილი, დავით ხვედელიძე, ნიკოლოზ ბირკაძე და თეიმურაზ თოლორაია. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბირკაძე შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულია და ოქროს მედალი აქვს აღებული.
კონკურსი ორი დღე გაგრძელდება და კონკურსანტებს დაევალებათ, რომ ამ დროის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად ამოხსნან რამდენიმე ალგორითმული ამოცანა.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს, 4-11 აგვისტოს ჩათვლით, ბაქო უმასპინძლებს. ოლიმპიადის საერთაშორის პარტნიორი და სპონსორი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი კომპანია Acer-ია. უკვე მეოთხე წელია, რაც Acer-ის მიერ წარმოებული ნოუთბუქები იმარჯვებს საქართველოს სკოლებში, პირველკლასელების კომპიუტერით აღჭურვის საგანმანათლებლო პროექტში.
Acer-მა, IOI-ის კონკურსისთვის 450 ცალი Acer Aspire 3 ნოუთბუქი გამოჰყო, რაც კონკურსანტებს გაუადვილებს პროცესს ალგორითმებზე მუშაობის ეფექტური გზით გადაჭრისათვის.
Acer და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ცდილობენ გააღვივონ სკოლის ასაკის ბავშვების ინტერესი ინფორმატიკაში და წაახალისონ ნიჭიერი ახალგაზრდები. Acer-ის აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, გრიგორ ნიზოვსკი აცხადებს: „მთელი კომპანია ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც მომავალში ლიდერები გახდებიან“. მან პირადად გაიცნო საქართველოს წარმომადგენელი გუნდი და უსურვა გამარჯვება 2019 წლის ოლიმპიადაზე.
R