2019 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 174 338 357 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული.
ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:
რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობებს, ასე გამოიყურება:
„სილქ როუდ ბანკი“ – 674 409 ლარი, „კრედო ბანკი“ – 315 380 ლარი, „ფინკა ბანკი საქართველო“ – 132 030 ლარი, „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 451 898 ლარი, „ტერაბანკი“ – 726 177 ლარი, „ლიბერთი ბანკი“ – 59 635 ლარი, ხოლო „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 87 248 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოს“, „პაშა ბანკი საქართველოსა“ და „პროკრედიტ ბანკს“ დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.
2019 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.