2019 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამკურნალო საშუალებებზე ფასები გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები 3.5 პროცენტით არის მომატებული ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში. კერძოდ, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გაძვირებულია მედიკამენტებიც. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები -6.29%-ით გაძვირდა; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასი - 3.10%-ით არის გაზრდილი; ანტიბიოტიკებზე - 11.22%-ით; 5.64%-ით არის გაძვირებული ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 1.49%-ით ; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების - 4.87%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია 1.68%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.