ბრაზილია ვენესუელას სანქციებს უწესებს

ბრაზილიის ხელისუფლება ემზადება სანქციების ასამოქმედებლად ვენესუელას მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, მათ შორის, პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგაც. ამის შესახებ გაზეთი Globo წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიის საგარეო უწყება ამზადებს ვენესუელელი ჩინოვნიკების სიას, „რომელთა ქმედება ეწინააღმდეგება ბრაზილიის კონსტიტუციას“. ცნობილია, რომ მათ აეკრძალებათ ამ უმსხვილეს ლათინოამერიკულ ქვეყანაში შესვლა.

სანქციების ამოქმედების შესახებ გადაწყევტილება გამოცხადდება ქვეყნის საგარეო მინისტრის ერნესტუ არაუჟუს მხრიდან ლიმაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ვენესუელას საკითხებს ეძღვნება.

კოკა კვირკველია