რა სურს ქალაქს

ტექნოლოგიების ხანა, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობიდან გვაგდებს და არაჯანსაღი ცხოვრების, ბუნებასთან იშვიათი ურთიერთობისა და საზოგადოებისგან მეტ-ნაკლები იზოლაციის პირობებში გვამყოფებს. ეს მდგომარეობა ადამიანისთვის იმდენად არაორგანულია, რომ ყველანაირად ვცდილობთ, მისგან გათავისუფლებასა და გაქცევას. ასეთ დროს ყველაზე საიმედო თავშესაფარი საკუთარი სახლია - ადგილი, რომლის ყველა სანტიმეტრი ნაცნობია და რომელიც გვამშვიდებს კიდეც. თუმცა, უმეტესად, ეს განცდა სახლის კარს არ სცდება.

თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად დრო აკლია, ამიტომ თავშესაფრის კეთილმოწყობა და თუნდაც ელემენტარული კომფორტის შექმნა ერთი დიდი რუტინაა, რომელიც ზოგჯერ შეიძლება სასიამოვნოცააა, მაგრამ უმეტესად დამღლელი და ხანგრძლივი პროცესია. დიდი შვებაა, როდესაც მხოლოდ ბინის ფართისა და რემონტის ტიპის შერჩევა გიწევს, დანარჩენს კი ის ადამიანები აკეთებენ, პროცესის ბოლოს გასაღებს რომ ჩაგაბარებენ.

მყუდრო და კომფორტული სახლი უკვე გაქვს, მაგრამ ყველაზე კეთილმოწყობილსაც სჭირდება სივრცე, სადაც განტვირთვა, კომუნიკაცია, თვითრეალიზაცია ან, უბრალოდ, განსხვავებულ გარემოში ყოფნა შეგეძლება. ეს აუცილებლობა მწვანე გარემოა, თანამედროვე ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალი, სადაც ყველაფერია: ინტერესების მიხედვით ზონირებული ტყე-პარკი, დასვენებისა და სპორტული აქტიურობისთვის განკუთვნილი სივრცეები, აუზი სახლიდან რამდენიმე მეტრში და ყველანაირი სერვისი სხეულისა და გონების გასაჯანსაღებლად თუ სტრესთან გასამკლავებლად.

დროს ჭამს ოჯახური რუტინაც: ბავშვების ბაღი თუ სკოლაში მიყვანა, საყიდლები, სარეცხი, ზოგჯერ ავტოსადგომზე ადგილის ძიება ან ოთხფეხა მეგობრების გასეირნება. კარგია, თუ ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია კონცენტრირებული, მაგრამ იდეალურია, თუ სახლის გვერდით, შენსავე სამეზობლოში მდებარეობს.

და ყველაზე მთავარი - ცხოვრების ეს ახალი იდეოლოგია სოციალიზაციის გზაზე არსებულ ყველანაირ ბარიერს შლის, რადგან ეს პარკი, აუზი, საბავშვო გასართობი თუ სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ეს სავაჭრო ცენტრი და ქუჩაში გამოფენილი კაფეები შენია. მაგრამ არის შენი კარის, სართულის, სადარბაზოს მეზობლისა თუ გვერდით მდგარ კომპლექსში მცხოვრებლისაც, რომელსაც აქაურობა რომ არა, ალბათ, ვერასდროს შეხვდებოდი.

ეს ყველაფერი კი ერთიანობაში m3-ია - დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან, რომელიც არა მხოლოდ სახლის კარს, არამედ ეზოსა და ქუჩის მასშტაბსაც სცდება და ქალაქში ცხოვრების სრულიად განსხვავებულ კულტურას ამკვიდრებს.