უნგრეთის ხელისუფლება გამოდის წინადადებით, მოხდეს Coca-Cola-ს პროდუქციის ბოიკოტირება. ამის მიზეზი კი კომპანიის სარეკლამო ბილბორდებზე სექსუალური უმცირესობების გამოჩენა გახდა.
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, გეების გამოსახულებიანი კომპანიის სარეკლამო ბანერები ქვეყანაში გაჩნდნენ მუსიკალური ფესტივალის Sziget-ის გამართვამდე. გამოსახულებაზე ჩანს ჩახუტებული წყვილი და წარწერა „არანაირი შაქარი, არანაირი გაფრთხილება“ .
აღნიშნული რეკლამების გამოჩენის შემდეგ, პარტია „ფიდესის“ წარმომადგენლებმა მოუწოდეს უნგრელ ხალხს, ბოიკოტი გამოუცხადონ Coca-Cola-ს. მათი აზრით, ამ გზით კომპანია ახდენს ჰომოსექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას. ამის პარალელურად სოციალურ ქსელებში გაჩნდა პეტიცია რეკლამების მოხსნის მოთხოვნით - „შეწყდეს ჰომოსექსუალიზმის ლობირება“.
თუმცა როგორც „როიტერსი“ წერს, ამ კონტრ-ზომების ეფექტურობა ნაკლებსავარაუდოა, ვინაიდან ადგილობრივ მოსახლეობას უმცირესობასთან ლოიალური დამოკიდებულება აქვს.